LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სფფ-ში საკადრო ცვლილებებია, რიგგარეშე ყრილობა დანიშნულია

32

ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. მთავარი თემა რიგგარეშე ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოები იყო. ამავე თემაზე კიდევ ერთი შეხვედრა, სავარაუდოდ მომავალ კვირას შედგება.
აღმასკომის სხდომაზე გია ფირცხალავას ვიცე პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილება შეუჩერდა. სფფ-ის წესდების მიხედვით ვიცე პრეზიდენტს აღნიშული უფლებამოსილება აღმასრულებელი კომიტეტისგან ჰქონდა მინიჭებული. ფედერაციის არჩევნების შემდეგ, ფირცხალავა სამსახურში არ გამოცხადებულა.
აღმასკომის სხდომის წევრებს საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კახაბერ ებრალიძემ, რომელმაც დაკავებული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
სფფ-ის რიგგარეშე ყრილობის ჩატარების თარიღი უცვლელია, ყრილობა 18 ნოემბერს შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები