აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის სახლში გრიფით საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC
ავრცელებს.
როგორც მედია წერს, დოკუმენტები მაიკ პენსის ადვოკატებმა ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს გადასცეს.
მანამდე საიდუმლო დოკუმენტები აღმოჩნდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ყოფილ ოფისში, ასევე დელავერში, მისი სახლის ავტოფარეხში. ბაიდენის ადვოკატები აცხადებენ, რომ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადასცეს.
გრიფით საიდუმლო დოკუმენტები შარშან აღმოაჩინეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეზიდენციაში.
როგორც ტრამპის, ისე ბაიდენის შემთხვევაში, დანიშნულია სპეციალური პროკურორი, რომლებიც პრეზიდენტების მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევას შეისწავლიან.