LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული Subaru Impreza მხოლოდ იაპონიაში გაიყიდება

173

იაპონური ბრენდის Subaru-ს განახლებულ Impreza-ს მომხმარებლები დიდი ხანია ელოდნენ. თუმცა 2016 წლის Subaru Impreza WRX STI S207 ლიმიტირებული 400 ეგზემპლიარი დამზადდება და ისიც მხოლოდ შიდა ბაზრისთვის.

ახალ მოდელს ძალიან ბევრი განახლებული დეტალი ექნება. თუმცა, ცვლილებები ძრავს არ შეეხება. განახლებული იმპრეზას სტანდარტულად 2.0 Turbochardged ძრავი ექნება, რომლის სიმძლავრეც 323 ცხენის ძალა იქნება. გარდა ამისა განახლებულია დაკიდების სიტემა, რომელიც სპეციალურად ამ მოდელისთვის Bilstein-მა დაამზადა, სიახლეა BBS-ს დისკები და წინა ტუჩიც.

ავტომობილი მომხმარებლების წინაშე კონცეპტუალური სახით ტოკიოს ავტოშოუზე წარსდგა. კომპანიის მესვეურები მის წარმოებაში ჩაშვებას 2016 წლის გაზაფხულიდან გეგმავენ. Subaru Impreza WRX STI S207-ის საბაზრო ღირებულება 49ათას დოლარამდე იქნება.

 

006-subaru-wrx-sti-207-tokyo-1

005-subaru-wrx-sti-207-tokyo-1

004-subaru-wrx-sti-207-tokyo-1

003-subaru-wrx-sti-207-tokyo-1

002-subaru-wrx-sti-207-tokyo-1

007-subaru-wrx-sti-207-tokyo-1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები