კასპის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევა სოფელ დოესში გუშინ მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 60 წლამდე მამაკაცი, რომელიც ცეცხლის გაჩენის დროს სახლში იმყოფებოდა.
„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.