LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ჯაბაური: „ეს ის ხალხია, რომლის ოჯახმაც კარი გაუღო და საკუთარ სახლში შეიფარა ზვიად გამსახურდიას დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნებული ოჯახი“

309
BeFunky-collage (5)

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას რძალი, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას ბიძაშვილების ფოტოს გვიზიარებს.

როგორც ჯაბაური წერს, სწორედ ამ ადამიანების ოჯახმა შეიფარა ზვიად გამსახურდიას დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნებული ოჯახი.

„სანდრო და გიორგი ჭელიძეები. ცოტნეს ბიძაშვილები (ბებიის – ზინა არჩვაძის მხრიდან). ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები, რომელთა ნახვა ცოტნეს განსაკუთრებით უხარია.

ეს ის ხალხია, რომლის ოჯახმაც კარი გაუღო და საკუთარ სახლში შეიფარა ზვიად გამსახურდიას დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნებული ოჯახი და თითქმის ერთი წელი თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა მას.

პ.ს. გიორგი ჭელიძეა სწორედ ის ადამიანი, რომელიც ცოტნემ ნათესავთაგან პირველი გამაცნო,“ – წერს ანა ჯაბაური და ფოტოს აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები