LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთის ხელისუფლებას მადა გაეხსნა“ – რომან გოცირიძე ლავროვისა და გავრილოვის განცხადებებზე

141
BeFunky-collage (1)

„რუსეთის ხელისუფლებას მადა გაეხსნა,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

გოცირიძემ ლავროვისა და გავრილოვის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.

გავრილოვი: აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება – ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, არ შეუერთდეს სანქციებს, პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი

„საქართველოს ხელისუფლების ქმედებებში, უკვე დაინახეს სისუსტეები, გარდა ამისა ანტიუკრაინული განწყობები, ამიტომ ეს არის უკვე კამპანია რუსეთის უმაღლესი ეშელონების მხრიდან, რომ საქართველოზე მოახდინონ ახლა მაქსიმალური ზეწოლა, ისარგებლონ რა ბიძინა ივანიშვილის პრორუსული პოზიციით.

უკვე გაეხსნა მადა რუსეთის ხელისუფლებას და კიდევ უფრო მეტად დამამცირებელი განცხადება გააკეთეს. დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ ქვეყანასთან, რომელიც გვაქვს ოკუპირებულიო. წარმოგიდგენიათ? საქართველო დღეს რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მეგობრული ურთიერთობების აღდგენა უნდათ. ეს არის წარმოუდგენელი რამ, დამნაშავე არის პირდაპირ ხელისუფლება. კონსტიტუციაში წერია საქართველოს პოლიტიკური მიზანი, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება, დღეს ეს შანსი გაგვეხსნა და ამას უკარგავენ ქვეყანას,“ – აღნიშნა რომან გოცირიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები