„ზეწოლა, რომელიც წამოსული არის პიარად ბიძინა ივანიშვილისგან და მისი მარიონეტი დამქაშებისგან, ჩვენზე ვერანაირი ზეწოლას ვერ მოახდენს” , – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ წააგო, საქართველო დღეს არის ჩიხში, საქართველოს წართმეული აქვს პერსპექტივა
„თქვენ იცით, რომ ჩვენ არც ერთი სხდომა არ გაგვიცდენია და არც გავაცდენთ, იმიტომ, რომ ჩვენთვის ღირსება და სახელი არის უმნიშვნელოვანესი. ზეწოლა, რომელიც წამოსული არის პიარად ბიძინა ივანიშვილისგან და მისი მარიონეტი დამქაშებისგან, ჩვენზე ვერანაირი ზეწოლას ვერ მოახდენს. ვერ გაგვტეხენ პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ, რომ ეს არის ღირსების საქმე და ეს არის ხვალინდელი ჩვენი შვილების მომავალში საკითხი. შედეგად რა მიიღო საქართველომ? რა მიიღო იმ ხალხმა, ვინც ეს საქმე დაუკვეთა? საქართველომ წააგო, საქართველო დღეს არის ჩიხი, საქართველოს წართმეული აქვს პერსპექტივა და საქართველო არ განიხილება დღეს (იმედია ხვალ ეს ყველაფერი შეიცვლება), როგორც ერთ-ერთი მძლავრი მაგისტრალი, ე.წ. შუა დერეფანი. თუ თქვენ გადახედავთ რა ხდება ქართულ პორტებში, ძალიან ნათლად მიხვდებით, რაში აღმოჩნდა ამ ერთი პრეცედენტული საქმის გამო ჩვენი ქვეყანა,“ – განაცხადა ხაზარაძემ.