LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათიკაშვილი: მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონია შეერთებულ შტატებში და ევროპულ ქვეყნებშიც – ქართული საკანონმდებლო სივრცე საკმაოდ მკაცრია იარაღთან მიმართებით და კიდევ უფრო მკაცრდება

145
დავით მათიკაშვილი

„ძალიან ტრაგიკული მოვლენა მოხდა, რისგანაც არც ერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის – ქართული საკანონმდებლო სივრცე საკმაოდ მკაცრია იარაღთან მიმართებით და კიდევ უფრო მკაცრდება“, – აღნიშნულის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა საგარეჯოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონია შეერთებულ შტატებში და ევროპულ ქვეყნებშიც.

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. საკმაოდ მძიმე ფაქტია და სამწუხაროდ, ასეთი ფაქტებისგან დაზღვეული არ არის არც ერთი ქვეყანა. ყველაზე სწორი და მნიშვნელოვანია მხარდაჭერა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვისაც ეს სჭირდება და აქვე მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, განსაკუთრებით რადიკალურ ოპოზიციას, რომ ასეთი ფაქტებით მანიპულირების რესურსი ნამდვილად არ არსებობს და ნუ მიმართავენ ისეთ წიაღსვლებს, რაც ასეთ სიტუაციებში მათ სჩვევიათ.

ძალიან ტრაგიკული მოვლენა მოხდა, რისგანაც დაზღვეული არ არის არც ერთი ქვეყანა, როგორი მკაცრი კანონმდებლობაც არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანას იარაღთან მიმართებით.

ქართული საკანონმდებლო სივრცე საკმაოდ მკაცრია იარაღთან მიმართებით და კიდევ უფრო მკაცრდება. იქნება ცვლილებები შეტანილი კანონმდებლობაში, რეგისტრირებული იარაღის გადატანასთან, სანადირო იარაღად მიჩნევასთან დაკავშირებით და ა.შ. რეგულაციები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება.“– განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობილია საგარეჯოში, ყოფილი სამხედროს მიერ მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა

ცნობისთვის, გუშინ, გვიან ღამით, საგარეჯოს რაიონში თავდასხმა მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის, დაჭრილია 5 მოქალაქე.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა პირმა განახორციელა. აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამავე თემაზე:

„სამხედროების სხეულს, ფსიქიკას და მომავალს სახელმწიფოები ეპატრონებიან და ხშირად ართმევენ. ეს ტრავმის მაწარმოებელი სტრუქტურაა და მათზე გაორმაგებული სოციალური მხარდაჭერაა მნიშვნელოვანია“ – თამთა მიქელაძე

საგარეჯოში სროლის დროს პოლიციელი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა

„სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო..“ – საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი

თვითმხილველი: დაჭრილი 2 საათი სახლში მყავდა, ჭრილობა დავამუშავე, გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა

„საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი.. ვინც გაეკარა, მიცვალებულებთან მივიდა, ყველას მიაყარა ავტომატი.. ორივე აივნიდან ისროდა – ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“ – რა ვიცით საგარეჯოში მომხდარზე და რას ჰყვებიან თვითმხილველები

ვინ არის საგარეჯოში სროლის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები