Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მდინარე თერგის კალაპოტში დამცავი ჯებირი აშენდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარე თერგის კალაპოტში დამცავი ჯებირი აშენდა

47

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს “სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ” მდინარე თერგის კალაპოტში დამცავი ჯებირი ააშენა.

როგორც  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, დასრულებული სამუშაო მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა და კომპანიის დირექტორმა, იოსებ ოზაშვილმა დაათვალიერეს.

მათივე ინფორმაციით, თერგის კალაპოტის გამაგრება დარიალის ხეობაში შარშან მეორედ ჩამოწოლილი მეწყერის შედეგების ლიკვიდაციისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების პრევენციის ფარგლებში განხორციელდა.

გზა გაიწმინდა ჩამოწოლილი მასებისგან, დამონტაჟდა წყალგამტარი მილი, გამაგრდა 150 მეტრი სიგრძის მიწის ვაკისი, მოეწყო 700 მეტრი სიგრძის დამცავი ჯებირი; ხეობაში მდებარე ჰესის დასაცავად, 90 მეტრის მანძილზე შეიცვლა მდინარის კალაპოტი.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მიმდებარე გზა და დარიალის მამათა მონასტერი დაცული იქნება თერგის ადიდებისგან. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 მილიონ 200 ათასი ლარი შეადგინა. სამუშაოებზე 100 ადამიანი იყო დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები