ნებისმიერი წყალი, რომელიც დღეს მოდის წყაროზე, ონკანში, სადაც გნებავთ, არის ნაკურთხი და რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა დალიოთ, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა.
მეუფე ნიკოლოზმა მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
“პირველად, დღევანდელ დღეს კაცობრიობას ერთდროულად დაენახა ყოვლადწმინდა სამების სამივე წევრი. ეს არის ძე, რომელიც წყალში ჩავიდა, მამა ღმერთი, რომლის ხმა ისმა და სულიწმიდა, რომელიც მტრედის სახით დაფრინავდა და ყველას დასანახად ჩანდა.
დღეს იკურთხა წყალი. ნებისმიერი წყალი, რომელიც დღეს მოდის წყაროზე, ონკანში, სადაც გნებავთ, არის ნაკურთხი და რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა დალიოთ, რაც შეიძლება ხშირად უნდა გადაივლოთ ეს წყალი თუ საშუალება გაქვთ. დღეს არის ნაკურთხი წყლის დღე. ეს ცივი და ნაკურთხი წყალი გადაგსხმოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.