LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯოჯოხეთი ვნახე, ხალხო.. ჩვენი მებრძოლის ოჯახის და საქართველოს სიყვარულის ნიშნად, გლოვის მთავარ ადგილას ჩვენი დროშა დაკიდეს“ – გიგა მაქარაშვილი

272
Untitled design

სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი გიგა მაქარაშვილი, ჩავიდა დნიპროში, სადაც რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა 9-სართულიანი კორპუსი დაბომბეს.

დნიპროში რუსი დამპყრობლების ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

როგორც გიგა მაქარაშვილი რამდენიმე დღის წინ წერდა, შეგროვებული თანხით შეიძინეს თბილი საბნები და სხვა საჭირო ნივთები, რომლებსაც დნიპროზე თავდასხმის გამო, სახლის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს გადასცემდნენ.

მაქარაშვილი დღეს გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს, რომ „დნიპროში ჯოჯოხეთი იხილა“.

„ჯოჯოხეთი ვნახე საკუთარი თვალით, ხალხო.

მთელი სხეული მიკანკალებდა, რომ მივუახლოვდი, მერე ძლივს ძალა მოვიკრიბე, გადმოვცალე თქვენი გამოგზავნილი დახმარება და რომ გაიგეს, საქართველოდან ვარ, აღარ გამომიშვეს.

დიდხანს ვიტირეთ ცრემლდამშრალმა ხალხმა!

ჩვენი მებრძოლის ოჯახის და საქართველოს სიყვარულის ნიშნად, გლოვის მთავარ ადგილას ჩვენი

დროშა დაკიდეს.

დიდება უკრაინას!

დიდება საქართველოს!

დიდება გმირებს“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები