LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიენა მილერმა ბრედ პიტთან რომანზე პირველი კომენტარი გააკეთა

41

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ოჯახური ბედნიერების დარღვევას სიენა მილერი ცდილობს. მსახიობი ცოტა ხნის წინ საქმროს, ტომ სტარიჯსაც დაშორდა.  სიენა ბრედ პიტის ფილმში „დაკარგული ქალაქი Z“ მონაწილეობს. ჭორების თანახმად კი ის აქტიურად ეფლირტავება მსახიობს, რომელიც ფილმის პროდიუსერია. დადის ხმები, რომ ამ ყველაფერს ძალიან განიცდის ანჯელინა.

გუშინ სიენა რადიოშოუს Sway In The Morning სტუმრობდა, სადაც აღნიშნულ თემაზეც ისაუბრა.

„ყველაზე კარგი ამ ამბებთან დაკავშირებით ის არის, რომ არასოდეს ვკითხულობ ჭორებს, ამიტომ, როგორც წესი არ ვიცი. სიმართლეა, რომ ბრედ პიტი ფილმის პროდიუსერია, მაგრამ მე ის თითქმის არ მინახავს, რადგან  არ ყოფილა გადაღებებზე. მე მას მაქსიმუმ ორჯერ შევხვდი – ეს სიგიჟეა“

შეგახსენებთ, რომ ფილმში მთავარ როლებს ჩარლი ჰანემი, სიენა მილერი, რობერტ პატინსონი, ტომ ჰოლანდი და სხვა მსახიობები ასრულებენ. გადაღებები უკვე დასტრულებულია, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, როდის გამოვა ის კინოგაქირავებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები