Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა 24 საათიან რეჟიმშია შესაძლებელი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა 24 საათიან რეჟიმშია შესაძლებელი

67

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა 24 საათიან რეჟიმშია შესაძლებელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურის სეზონური ცვალებადობის (კლების) გამო, მდ. დევდორაკის ხეობაში სტიქიური მოვლენის განვითარების საშიშროების ალბათობა შემცირებულია, რის გამოც 2015 წლის 20 ოქტომბრიდან მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), გაუჩერებლად გავლის რეჟიმში დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.

მათივე ცნობით, ამ დრომდე, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ღამის საათებში აკრძალული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები