გელათის მამათა მონასტერში, კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული წინამძღვარი იოსებ ბურჯანაძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.
„გამოსულია შოკური მდგომარეობიდან“ – საპატრიარქო ხანძრის დროს დაშავებულ არქიმანდრიტზე
როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, პაციენტს, ძირითადად, დამწვარი აქვს ქვედა კიდურები და მუცლისა და წელის მიდამო:
„პაციენტი შემოვიდა 50% დამწვრობით, დამწვარი აქვს ორივე ქვემო კიდური. ქუთაისიდან კატასტროფის ბრიგადით არის გადმოყვანილი. ძირითადად, დამწვარი აქვს ქვედა კიდურები, მუცლისა და წელის მიდამო. 50%-დან დაახლოებით, 30% მესამე ხარისხის არის. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, 15 იანვარს გელათის მონასტერში, კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მონასტრის წინამძღვარმა იოსებ ბურჯანაძემ მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
ხანძრის შედეგად კელიის ნაწილი დაიწვა.