LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველო ქსელისა და გამოცემა „ეკონომისტის” ლიცენზიანტის, Georgia Today ჯგუფის ორგანიზებით, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ფორუმი გაიმართება

176
322404161_3381066032172748_9038426162309333518_n

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და მსოფლიოში წამყვანი გამოცემა „ეკონომისტის“ ლიცენზიანტის, Georgia Today ჯგუფის ორგანიზებით, 18 იანვარს, 16:00 საათზე სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ფორუმი  2023“ გაიმართება.

ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი , „Georgia Today” ჯგუფის დამფუძნებელი და ჟურნალ „ეკონომისტის“ გამომცემელი საქართველოში, გიორგი შარაშიძე საქართველოში შვედეთის საელჩოს პროგრამების ოფიცერი, თინათინ გენებაშვილი და „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალური მენეჯერი, ივა ტრიფონოვი გახსნიან.

ფორუმის პირველ ნაწილში პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკო თათულაშვილი ბიზნესისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ისაუბრებს .

ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდება.

კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოში გაეროს მდგრადი განვითარების მერვე – ღირსეული სამუშაოსა და ეკონომიკური ზრდის მიზნის შესრულების შესახებ ისაუბრებენ.

მეორე პანელი კი დასაქმების ადგილას მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემოს შექმნის შესახებ მსჯელობას დაეთმობა.

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ფორუმი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პროექტის – „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება.

ღონისძიების პარტნიორები არიან „შერატონ გრანდ მეტეხი“ და „Georgia Today“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები