LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს: სუსი

127
მავთულხლართები

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ აცხადებს, რომ უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ ხელისუფლებას ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიეწოდა.

მისივე ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში ამ დროისთვის საქართველოს შვიდი მოქალაქე იმყოფება.

„დღეს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრაზე, უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე ვისაუბრებთ და მიმოვიხილავთ გასული წელს მომხდარ ინციდენტებს. ვისაუბრებთ ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე. მოგეხსენებათ, აგვისტოს თვიდან, ყოველი თვის 20 რიცხვიდან 30-მდე მუშაობდნენ ე.წ. გადასასვლელები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, გადმოსულიყვნენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. შესაბამისად, გვაინტერესებს გაგრძელდება თუ არა ეს პრაქტიკა. ჩვენი პოზიცია არის, რომ მოიხსნას ყოველგვარი ხელოვნური შეზღუდვა ან გახანგრძლივდეს გადასასვლელების ფუნქციონირების დრო. რაც შეეხება დაკავებულებს, გუშინ ღამე ევროკავშირის ცხელი ხაზით გაზიარდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ. მოგვეწოდა მხოლოდ სახელი და გვარი, ვაზუსტებთ ინფორმაციას. ამ დროისთვის ჩვენი შვიდი თანამოქალაქე იმყოფება უკანონო პატიმრობაში და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.