2022 წლის დეკემბერში საქართველოში 535.3 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მონაცემი თვიურ ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია.
უწყების ცნობით, გასული წლის დეკემბრის მაჩვენებელი 2.7%-ით აღემატება ნოემბრის მაჩვენებელს, 521.2 მლნ-ს, ხოლო 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 229.5 მლნ-ს -133.2%-ით.
დეკემბერში რეკორდული იყო გზავნილები რუსეთიდანაც, საიდანაც ყველაზე დიდი ოდენობით თანხა შემოვიდა ქვეყანაში – 317.3 მლნ. ეს რიცხვი გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელს მხოლოდ 0.4%-ით, 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 39.7 მლნ-ს კი 699.2%-ით აღემატება.
10 ქვეყნის ჩამონათვალი, საიდანაც 2022 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა:
- რუსეთის ფედერაცია – 317.3 მლნ;
- იტალია – 43.2 მლნ;
- აშშ – 34.3 მლნ;
- საბერძნეთი – 20.7 მლნ;
- ისრაელი – 19.1 მლნ;
- გერმანია – 17 მლნ;
- ყაზახეთი – 12.9 მლნ;
- ყირგიზეთი – 10.7 მლნ;
- თურქეთი – 9.2 მლნ;
- ესპანეთი – 5.2 მლნ.
რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა გადარიცხული თანხის შემთხვევაშიც. გასული წლის ბოლო თვეში ქვეყნიდან 33.8 მლნ დოლარი გადაირიცხა.