კომპანია ტოიოტამ 2015 წლის ტოკიოს ავტოშოუზე ახალი კონცეპტუალური ავტომობილი წარმოადგინა, რომელიც მომხმარებელს მომავლის ავტომობილის სახით გააცნო. როგორც გაირკვა, ავტომობილის წინამორბედი Toyota Hot Rod-ია, თუმცა შემცირებული ზომებით. სამკაციანი KIKAI უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც გარკვეულწილად უნიკალური ვიზუალის დამსახურებაცაა.
ჯერჯერობით დამატებითი დეტალები არ ხმაურდება, თუმცა როგორც აცხადებენ, Toyota KIKAI ძალიან მალე იხილავს დღის სინათლეს.