მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შენობა დროშის ფერებში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით განათდა.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.