იმისათვის, რომ მაყურებელს რეალობის შეგრძნება არ დაეკარგა, „ბონდიანას“ შემქმნელებმა 4 წამიანი კადრისთვის აგენტ 007-ის ცნობილი ავტომობილი Aston Martin გაანადგურეს. მისი ღირებულება 37 მილიონი დოლარი იყო.
ამის შესახებ The Daily Mail-თვის მიცემულ ინტერვიუში „007:სპექტრის“ ტრიუკების მთავარმა კოორდინატორმა, გერი პაუელმა განაცხადა.
„ამჯერად ჩვენ ნამდვილი რეკორდი დავამყარეთ ავტომობილის განადგურების მხრივ, – განაცხადა პაუელმა. – რომში გადაღებების დროს ჩვენ რამდენიმე მილიარდი დოლარი „ავაფეთქეთ“. მთელი ღამე გავათენეთ 4 წამიანი კადრისთვის“.