LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამინისტრომ დააყენა შუამდგომლობა, რომ გაძლიერდეს კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე – ცერცვაძე

252
BeFunky-collage

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ გაძლიერდეს კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე. მისივე თქმით, მსგავსი ნაბიჯი ბევრი ქვეყნის მხრიდან გადაიდგა. თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ჩინეთიდან ჩამოსული პირების კონტროლი აუცილებელია.

მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, გამკაცრდება თუ არა საზღვარზე ჩინეთიდან ჩამოსული პირების კონტროლი.

„COVID კონტროლი საზღვარზე, კერძოდ, COVID-ზე ტესტის შედეგის მოთხოვნა ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე კლინიკური ჯგუფის და სამინისტროს კომპეტენციას სცილდება. ჯანდაცვის სამინისტრომ შუამდგომლობა დააყენა მთავრობის წინაშე, რომ სასურველია გაძლიერდეს კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე. ეს ბევრმა ქვეყანამ გააკეთა.

კერძოდ, საუბარია, რომ ყველა ჩამოსულ პირს მოეთხოვოს კორონავირუსის ტესტის პასუხი. მხოლოდ უარყოფითი პასუხის მქონე პირები დაიშვან ქვეყანაში. ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდება, მათზე უარყოფითი პასუხი გავრცელდეს ქვეყანაში შემოსვლაზე.

არ ვიცი, მთავრობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მათზეა დამოკიდებული, აქ ცოტა პოლიტიკური საკითხიც არის, რომ არ შეიზღუდოს მიმოსვლა. ჩემი აზრით, ამის გაკეთება აუცილებელია“, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თენგიზ ცერცვაძემ.

კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩინეთში მოსახლეობა გააფრთხილეს თავი შეიკავონ ხანდაზმული ნათესავების მონახულებისგან

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები