LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთი მსოფლიოს ყველაზე დიდი ავტობაზრობების სამეულში მოხვდა

120
3634

ანალიტიკურმა სააგენტო Nikkei-მ ჩაატარა კვლევა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული ავტომობილების რაოდენობა შეისწავლა. სპეციალისტთა ინფორმაციით, ისტორიაში პირველად ინდოეთი რეალიზებული ავტომობილების რაოდენობით ლიდერთა სამეულშია. ინდოეთმა 2022 წელს 4,25 მილიონი სატრანსპორტო საშუალება გაყიდა და იაპონიის ნაცვლად მესამე ადგილი დაიკავა. მსოფლიო ლიდერთა შორის პირველ ორ ადგილს ისევ ჩინეთი და აშშ ინაწილებენ.

4,25 მილიონი ახალი ავტომობილი ინდოეთში მხოლოდ გავლენიანმა ადგილობრივმა მწარმოებელმა Maruti Suzuki-მ გაყიდა.

ანალიტიკოსთა აზრით, სხვა ბრენდების მიერ რეალიზებული პროდუქციის დათვლის შემთხვევაში საბოლოო შედეგი კიდევ უფრო მაღალი იქნება. ამასთან, სამხრეთ აზიურ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 1,4 მილიარდ ადამიანს შეადგენს, კერძო ავტომობილი ოჯახების 8,5%-ს თუ აქვს. წინა წლის ლიდერ იაპონიაში კი გასულ წელს 4,2 მილიონი სატრანსპორტო საშუალება გაყიდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები