LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მატარებელი სადარბაზოსთან: უჩვეულო რკინიგზის ხაზი, რომელიც პირდაპირ ბათუმის ცენტრში გადიოდა

496
745756

ბათუმი დღეს არა მარტო ჩვენი ქვეყნის, რეგიონის ერთ-ერთ გამორჩეული და ლამაზი ქალაქია, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად დამშვენდა – ინფრასტრუქტურა იხვეწება, შენდება ცათამბრჯენები, იზრდება ბულვარი… მოხდენილი შენობა-ნაგებობები ბათუმში ყოველთვის იყო, მაგრამ მუდმივად ასე როდი გამოიყურებოდა – გასაკვირია, მაგრამ იყო დრო, როდესაც ბათუმში სამგზავრო მატარებლები პირდაპირ ქალაქის ქუჩებში დადიოდნენ.

როგორ მოხდა ასეთი რამ? „ყველაფერში დამნაშავე“ სამგზავრო სადგურია. ის 1898 წელს ააშენეს ბათუმის გარეუბანში, მაგრამ მაშინ არ უფიქრიათ, რომ ის მალე საცხოვრებელი კვარტლების გარემოცვაში აღმოჩნდებოდა.

სანამ ქალაქი პატარა იყო, ხოლო მატარებლები მოკლე, პრობლემები არ იქმნებოდა. მაგრამ ბათუმი გაფართოვდა, ხოლო მატარებლის გრძელ შემადგენლობას საბჭოთა ადამიანები დასასვენებლად ჩაჰყავდა. სადგურის პლატფორმა მაშინ აი ასე გამოიყურებოდა.

ასე გამოიყურებოდა თბილისის მოედანი სადგურთან ახლოს, რომლის გამოც იქმნებოდა კიდეც უჩვეულო სურათი.
საქმე ისაა, რომ ბათუმში შორი მარშრუტების მატარებლები ჩადიოდნენ, რომელიც 20+ ვაგონისგან შედგებოდა, ხოლო მატარებლის კუდი მუდმივად კეტავდა მოძრაობას თბილისის მოედანზე.

სწორედ ამიტომ შემადგენლობა ცოტა შორს გადიოდა და აჩერებდა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე. ეს სანახაობა ძალიან უჩვეულოდ გამოიყურებოდა. ფოტოებით იმის შეგრძნება ჩნდება, რომ ბათუმის ქუჩებში მართლაც დადიოდნენ სამგზავრო შემადგენლობები.

ჩვენს დრომდე ბუნებრივია ამ კვანძმა ვერ მოაღწია. ახალი, 1997 წლის დადგომამდე მატარებლის მოძრაობა აქ შეჩერდა. ეს მოხდა 25.12.1996.

ბათუმის ცენტრში რელსები კიდევ 3-4 წელი დარჩა და შემდეგ აიღეს, ხოლო სადგური მცირე დასახლება მახინჯაურში გადაიტანეს, ბათუმიდან 5 კილომეტრში. ერთ დროს აქაც უჩვეულო სურათი იხატებოდა, აგერ მაგალითად სამგზავრო შემადგენლობა ბათუმის ბაზრის მიმდებარედ გადის.

რკინიგზის ძველი სადგურის ბედი კი ასე განვითარდა: თავიდან ის აფხაზეთიდან დევნილებს გადასცეს საცხოვრებლად, შემდეგ კი ერთ-ერთმა მსხვილმა ბანკმა გამოისყიდა.

რაც შეეხება თანამედროვე ბათუმის სადგურს, ის ძალიან თანამედროვე და კომფორტულია.
ბათუმის რკინიგზის სადგური – ბათუმი ცენტრალი თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარეობს. აქვეა ავტოსადგურიც. ბათუმი ცენტრალის ახალი შენობა შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. თუკი ტრანსპორტის ლოდინი გიწევთ, შეგიძლიათ აქვე კაფეში გაატაროთ დრო ან იშოპინგოთ მრავალფეროვან ბრენდულ მაღაზიებში. ბათუმი ცენტრალში განთავსებულია აგრეთვე გასართობი ცენტრები და სხვადასხვა ბიზნეს ობიექტები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები