LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის რადამ უცხოელთა მიერ უკრაინაში სამხედრო სამსახურის გავლის წესი დაადგინა

139
BeFunky-collage (3)

„დგინდება უცხოელთა მიერ უკრაინაში სამხედრო სამსახურის გავლის წესი. შესაბამისი კანონპროექტი, კონკრეტულად, „აზოვის პოლკს“ ეხება” ,- ამის შესახებ „ტელეგრამ-არზე“ უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარეკნო წერს.

მისივე თქმით, რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, ბევრმა უცხოელმა მოქალაქემ გამოთქვა სურვილი ნებაყოფლობით დაეცვა უკრაინა. რამდენიმე კანონპროექტი უკვე მიღებული იყო, მაგრამ უზუსტობები დარჩა.

„კერძოდ, მითითებული იყო მხოლოდ ქვედანაყოფები, რომლებიც ექვემდებარებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. არ შედიოდნენ უკრაინის ეროვნულ გვარდიასთან ჩამოყალიბებული ნაწილები. ასეთი დანაყოფია „აზოვის პოლკი“. ამასთან დაკავშირებით, უცხოეთის მოქალაქე, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობენ „აზოვის პოლკში“, არ შეეძლოთ ლეგალურად დარჩენილიყვნენ უკრაინის ტერიტორიაზე და მომავალში ვერ მიიღებდნენ უკრაინის მოქალაქეობას. ეს შეცდომები ახლა გამოსწორებულია“ , – წერს გონჩარენკო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები