LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Stellantis მფრინავი ტაქსის გამოშვებას გეგმავს

117
45646

კონცერნი Stellantis მზადაა eVTOL-ის მფრინავი ტაქსის ექსკლუზიური მწარმოებელი გახდეს. სიახლის სერტიფიცირება 2024 წლიდან იგეგმება, მომავალი ათწლეულისთვის კი ის მასობრივი მოვლენა გახდება. Stellantis მზადაა ახალ პროექტს 150 მილიონი დოლარი, თანამედროვე ტექნოლოგიები და თავისი მაღალკვალიფიციური პერსონალი მოახმაროს. საფრენი აპარატის აწყობას 2024 წლიდან დაიწყებენ, სავარაუდოდ ჯორჯიას შტატში მდებარე ქარხანაში.

სტანდარტული სერტიფიცირების ტესტების შემდეგ ელექტრონული eVlot კომერციულ ფრენებს დაიწყებს, თუმცა ნამდვილად მასობრივი აპარატი მხოლოდ მომავალი ათწლეულისთვის გახდება.

საინტერესოა, რომ sTellantis-ის მფრინავი ტაქსი ჩვეულებრივ ვერტმფრენზე ათასჯერ უფრო ჩუმია, 4 მგზავრს იტევს და ჰაერში 450 კილოგრამამდე ტვირთის ატანა შეუძლია.

eVlot-ს მოკლე მასშტაბზე ფრენისთვის გამოიყენებენ, საუბარია დაახლოებით 32 კილომეტრზე, დამუხტვას კი 10 წუთზე მეტი დრო არ დასჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები