LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მყოფ თითოეულ უკრაინელ ბავშვს 470 ლარს გადასცემენ

138
Untitled design

საქართველოს მთავრობა, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, მოწყვლადი უკრაინელი ბავშვიანი ოჯახებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გასცემს.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დახმარება გაიცემა იმ უკრაინელი ბავშვიანი ოჯახებისთვის, რომლებიც საქართველოში 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ:

„470 ლარს თითოეულ ბავშვზე მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ.

ფინანსური დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა საცხოვრებლის მიხედვით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ და სამხარეო ოფისებს მიმდინარე წლის 1 მარტამდე და თან იქონიოს საკუთარი და ბავშვის პასპორტი/დაბადების მოწმობა. კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული და სამხარეო ოფისების ჩამონათვალს სრულად იხილავთ ამ ბმულზე –  https://uni.cf/3IMSA0h