LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯეი დუდა: უკრაინისთვის Leopard-ის გადაცემის შესახებ საერთაშორისო კოალიციის ფორმირებაზე გადაწყვეტილება მიღებულია

131
BeFunky-collage (2)

„პოლონეთი უკრაინას გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკებს გადასცემს”, –  ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ტვიტერზე” ავრცელებს.

„პრეზიდენტი ანჯეი დუდა ლვოვში: Leopard-ის ტანკების შენაერთი უკრაინას საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში გადაეცემა. ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია პოლონეთში”, – წერს პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

დუდას თქმით, დასავლური წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადასაცემად საერთაშორისო კოალიციის ფორმირების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„თქვენ იცით, რომ საჭიროა გარკვეული ოფიციალური შეთანხმებებისა და თანხმობების მიღება. მაგრამ ჯერ გვესაჭიროება საერთაშორისო კოალიციის შექმნა. და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ასეთი კოალიციის ფორმირების შესახებ”, – განაცხადა დუდამ  ლვოვში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები