LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანუ რონალდუმ რაულ გონსალეს ბლანკო დაჯაბნა

52

ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრაში, ესპანურმა გრანდმა, მადრიდის რეალმა, 2-0 დაამარცხა ვიზავი. მატჩის ორივე გოლი პორტუგალიელმა ვარკსვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, რის შედეგადაც რაულის რეკორდი გაიმეორა.

„მე ძალიან ბედიერი ვარ, რომ ლეგენდარული ფეხბურთელის, რაულის რეკორდი გავიმეორე. ის ძალიან კარგი ადამიანი და სპორტსმენია, სიამოვნებაა მასთან ერთად თამაში. თუმცა უფრო სასიამოვნო მისი რეკორდის დაძლევა იქნება“ -განაცხადა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე რეალ მადრიდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდი სწორედაც, რომ ესპანელი გოლეადორი, რაულ გონსალეს ბლანკო გახლდათ რომელმაც კარიერის განმავლობაში 500 გოლის გატანა შეძლო. თუმცა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ ესპანელის რეკორდი გაიმეორა და სავარაუდოა, რომ ძალიან მალე პორტგუალიელი რეალის ისტორიაში, ყველა დროის საუკეთესო ბობმარდირი გახდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები