LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-ს პასუხი პოლ უოკერის ქალიშვილს

20

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობ პოლ უოკერის ქალიშვილმა, მედამ Porsche-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აღძრა. საავტომობილო კონცერნი მან მამის სიკვდილში დაადააშაულა. 17 წლის გოგონამ განაცხადა, რომ რომ არა მანქანის დეფექტები, მამამისის გადაჩენა შესაძლებელი იქნებოდა.

გერმანული კომპანიის წარმომადგნელებს ამ ფაქტზე მომენტალური რეაგირება ჰქონდათ: „ჩვენ უკვე განვაცხადეთ ადრე, ძალიან ვწუხვართ, რომ ესა თუ ის ადამიანი ავტოავარიის მსხვერპლი სწორედ Porsche-ს ავტომობილში ხდება. რაც შეეხება ამ შემთხვევას, სამართალდამცავებმა უკვე დაადგინეს გარდაცვალების რეალური მიზეზი – საჭის ექსტრემალური მართვა და სიჩქარის გადაჭარბება“ – განაცხადა ავტოკონცერნის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ „ფორსაჟის“ ვარსკვლავი პოლ უოკერი 2013 წლის ნოემბერში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.  Porsche Carrera 2005 GT-ს მისი მეგობარი, როჯერ როდასი მართავდა, თავად უოკერი კი მგზავრის ადგილას იჯდა. დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ხეს შეეჯახა და დაიწვა. მამაკაცები ადგილზე გარდაიცვალნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები