LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია – პროკურორის როლში იყო ადამიანი, რომელიც თურმე შაჰინ ლაჰანის დიაგნოზს არ ეთანხმება და ადამიანს აქვს დამთავრებული, არ მინდა ისევ დავაკნინო, გორში იურიდიული ფაკულტეტი

241
გიუ;ლოი

პროკურორის როლში იქ იჯდა ადამიანი, რომელიც თურმე შაჰინ ემანუელ ლაჰანის დიაგნოზს არ ეთანხმება და ადამიანს აქვს დამთავრებული, არ მინდა ისევ დავაკნინო, გორში იურიდიული ფაკულტეტი. უკაცრავად, მსოფლიოში ცნობილ ნევროლოგს, თურმე ნევროლოგიურ დიაგნოზში არ ეთანხმება, ეს ყველაფერი ცოტა სასაცილო არ არის?! – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

„აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას, განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე” – ამერიკელი ნევროლოგი

მისივე თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა „აღიარეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ავადაა და მძიმე ავადმყოფია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდათ მიაწერონ 2017 წელს უკრაინაში მომხდარს.“

„დაკითხვაზე იყო ადამიანი, რომელიც თავის დროზე ვუნდერკინდი იყო და 12 წლის ასაკში უკვე სტუდენტი იყო, ორი მედალი აქვს: კონგრესის და ბუშის მედალი. პროკურორის როლში იქ იჯდა ადამიანი, რომელიც თურმე მის დიაგნოზს არ ეთანხმება და ადამიანს აქვს დამთავრებული, არ მინდა დავაკნინო ისევ, გორში იურიდიული ფაკულტეტი. უკაცრავად მსოფლიოში ცნობილ ნევროლოგს, თურმე ნევროლოგიურ დიაგნოზში არ ეთანხმება, ეს ყველაფერი ცოტა სასაცილო არ არის?!

აღიარეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ავად არის და მძიმე ავადმყოფია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდათ მიაწერონ 2017 წელს უკრაინაში მომხდარს. ჩვენ ხომ გვახსოვს, იმის შემდეგ ადამიანი როგორ გამოიყურებოდა, ელემენტარულად დიაგნოზებსაც თავი რომ დავანებოთ, რაღაცების გახსენება რომ დაიწყეს იმ დროს ესე იყო, იმ დროს ასე იყო. სხვათა შორის სამი წლის რომ იყო, ველოსიპედიდან ჩამოვარდა და ორი კბილი ჩაემტვრა, ესეც დაავიწყდათ, უნდა გითხრათ ესეც ძალიან დიდი სტრესი იყო“,- განაცხადა ალასანიამ.

მალხაზ ურთმელიძე სააკაშვილზე : ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად, დღეში 2 ბოთლი კონიაკის მიღება, ნორმალურია?

ცნობისთვის, 9 იანვარს ჩვენება ამერიკელმა ექიმმა, შაჰინ ლაჰანმა მისცა. მისი თქმით, „სააკაშვილი სერიოზულად არის ავად“ და მას ბევრი შეუსაბამო მედიკამენტი დაუნიშნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები