LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქსველი: სასაცილოა იმის მოსმენა, რასაც იბრაზე ამბობენ

58

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელმა მცველმა მაქსველმა თანაგუნდელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიცვა. იბრას მიმდინარე სეზონში ცუდი თამაშის გამო აკრიტიკებენ.

„სასაცილოა იმის მოსმენა, რასაც იბრაჰიმოვიჩზე ამბობენ. ეს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან კარიერის განმავლობაში ან თუდნაც ამ სეზონში გააკეთა.

მას ტრავმა ჰქონდა და რითმში შესვლა ვერ მოასწრო, თუმცა უკვე თავდაჯერებულობა დაეუფლა და გოლების გატანაც დაიწყო. იბრას, უბრალოდ, ცოტა მეტი მატჩის ჩატარება სჭირდება. ზლატანის მსგავსი მოთამაშის კრიტიკა არასწორია“, – განაცხადა 34 წლის ფეხბურთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები