„მას სხვადასხვა მძიმე დაავადებები აქვს და მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია დემენცია. ვინც სააკაშვილს იცნობს, იცის, რომ დიდი ალკოჰოლის მიმღები ადამიანი ის არ ყოფილა. აბსოლუტურად ჯანმრთელი შემოვიდა და დღეს რა მდგომარეობაშია, ყველა ვხედავთ”,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
ხაჭაპურიძის თქმით, ექსპერტიზის წინაშე სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით იყო კითხვები დასმული და არა წარსულში არსებულ დაავადებებზე.
“რაც შეეხება გულყრების ეპიზოდებს, ისინი არ აღიარებენ, მაგრამ 14 იანვარს ვიდეომასალებს გადმოგვცემენ. მათივე ჩანაწერშიც კი “ვივა მედში” გადაყვანის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ გულყრაა მითითებული.
დღეს დაასახელეს ბავშვობის დიაგნოზი, ასევე უკრაინაში გუბერნატორობის შემდეგი პერიოდი. ყველამ იცის, როცა ექსპერტიზა ტარდება, სტანდარტი მარტივია, დიაგნოზს სვამს და შეფასებას აკეთებს იმ პერიოდისას, რა პერიოდშიც კითხვაა დასმული. ჩვენი კითხვა იყო, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა როგორია. მას სხვადასხვა მძიმე დაავადებები აქვს და მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია დემენცია. ვინც სააკაშვილს იცნობს, იცის, რომ დიდი ალკოჰოლის მიმღები ადამიანი ის არ ყოფილა. აბსოლუტურად ჯანმრთელი შემოვიდა და დღეს რა მდგომარეობაშია, ყველა ვხედავთ
შაჰინ ემანუელ ლაჰანი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი 12 წლის ასაკში გახდა. ეს ადამიანი შეყვანილია ამერიკაში ერთ-ერთ პრესტიჟულ წიგნში, როგორც ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი, ამერიკის 3 პრეზიდენტის მიერაა დაჯილდოებული, როგორც საუკეთესო ნევროლოგი, კონგრესის მედლითაა დაჯილდოებული. ამას რომ აქაური იურისტი არ დაეთანხმები, რა ვიცი, არ დაეთანხმოს”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.