LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სასაჩუქრე თემატიკის შემთხვევაში, მოთხოვნა უფრო მეტია საფერავზე” – “ნიამორი” 2023 წლის გეგმების შესახებ

819
ნიამორი

„აჩუქე ნიამორი“ – ამ სლოგანის გარშემო გაერთიანებულმა სამმა მეგობარმა 2017 წელს ღვინის რეალიზაცია დაიწყო. როგორც კომპანიაში ამბობენ, თავდაპირველად მათი მიზანი იყო ღვინის, დასაგემოვნებელი სითხის გარდა, მნიშვნელოვანი სასაჩუქრე დატვირთვა ჰქონოდა და  ყოფილიყო ხელმისაწვდომი უფრო მეტი მომხმარებლისათვის. დღეს “ნიამორი” ღვინის მოყვარულებს სთავაზობს ქართულ ღვინოს პერსონალური გრავირებითა და სასაჩუქრე ვიზუალით. ბრენდს მომხმარებლები ჰყავს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

“თავდაპირველად, რადგან აქცენტი გვქონდა სასაჩუქრე თემატიკაზე, ვიზუალიზაციას ღვინოსთან ერთად წამყვანი როლი მივანიჭეთ. კადრების შერჩევისას, ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ დიზაინერების კუთხით გვეთანამშრომლა გამოცდილების არმქონე ადამიანებთან, რადგან  მიგვეცა შესაძლებლობა დასაქმების მსურველთათვის, რომლებსაც არ ჰქონდათ სამუშაო პრაქტიკა, მაგრამ ჰქონდათ სურვილი და მონდომება, თავი გამოეცადათ აღნიშნულ პოზიციაზე. საქმიანობის დაწყებისას, გამოწვევა იყო ასევე ლოჯისტიკური მიმართულება, რომელსაც ვფიქრობ რომ წარმატებით გავართვით თავი, საკუთარი საკურიერო მომსახურების დანერგვით.”, – ამბობს ღვინის კომპანია “ნიამორის” დირექტორი გიორგი ბოჭორიშვილი “ფორტუნასთან” საუბრისას.

როგორც გიორგი ბოჭორიშვილი გვიყვება, დღეისათვის მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა დიდია როგორც წითელ, ასევე თეთრ ღვინოზე.

სასაჩუქრე თემატიკის შემთხვევაში, მოთხოვნა უფრო მეტია საფერავზე, რაც გამოწვეულია ყურძნის ჯიშის პოპულარობითა და წითელი ღვინის ფაქტორის გამო. დასაგემოვნებელ-ეტიკეტირებულ მიმართულებაში, კი წილები გადანაწილებულია 50/50-ზე თეთრ და წითელ ღვინოებს შორის”, – ამბობს დამფუძნებელი.

“ნიამორის” დირექტორი კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მალე “ნიამორის” წარმოების დიდი ნაწილი თბილისთან ახლოს მდებარე სამარნე კომპლექსში გადავა, სადაც როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებს უმასპინძლებენ.

“2023 წელს ჩვენი მთავარი გეგმაა, რომ დასრულდეს სამარნე კომპლექსის მშენებლობა, რომელიც თბილისთან ახლოს შენდება და სადაც გადავა წარმოების დიდი ნაწილი. გაკეთდება სივრცე, რომელიც გათვლილი იქნება როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ასევე ტურისტებისთვის, რომელსაც გავაცნობთ ჩვენს ღვინოსაც და ქართულ კულტურასაც”, – ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი “ფორტუნასთან” საუბრისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები