LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წისქვილი ჯგუფმა“ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის სასწავლო მასალების შეძენა დააფინანსა

140
წის

წისქვილი ჯგუფი“ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაციის, „პირველი ნაბიჯის“ მხარდამჭერი გახდა. ის აღსაზრდელების უნარების განვითარებისთვის საჭირო მასალების შეძენას დააფინანსებს და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.

„ბოლო დროს უკიდურესად გაზრდილმა ფასებმა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი ორგანიზაცია. ძალიან გაგვიჭირდა პროგრამებისთვის საჭირო სამუშაო მასალების, სათამაშოების, საწვავისა თუ სხვა აუცილებელი პროდუქტების შეძენა. ამ გამოწვევების დაძლევა ცალკეული ადამიანებისა თუ კომპანიების მხარდაჭერის გარეშე თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, „წისქვილი ჯგუფის“ ინიციატივას ჩვენი ორგანიზაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს „პირველი ნაბიჯის“ წარმომადგენელი.

„პირველი ნაბიჯი“ 20 წელზე მეტია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნავს. დღეს ორგანიზაცია ისანში, რუსთავსა და დიღომში სამი ფილიალითაა წარმოდგენილი და 10-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს. მათ შორისაა აუტიზმის პროგრამა, ადრეული ინტერვენცია, დღის ცენტრი და ბინაზე მოვლა. „პირველი ნაბიჯის“ ერთ-ერთი მისიაა, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს თავიანთი რესურსების ათვისებაში, ახალი უნარების შეძენასა და სოციალურ ინტეგრაციაში დაეხმაროს.

„ძალიან გვიხარია, რომ „წისქვილი ჯგუფი“ თავის წვლილს შეიტანს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში და 900-ზე მეტ ბავშვს მათი განვითარებისთვის კრიტიკულად აუცილებელი ცოდნისა და უნარების შეძენაში დაეხმარება.

ერთად ბევრად მეტი შეგვიძლია! გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები