LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტელექტკლუბი „რა? სად? როდის?“ ტრანსგენდერ ლიზა ქისტაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ანდრო სოლოღაშვილის განცხადებას ემიჯნება: „ჩვენი აღშფოთებაც გამოიწვია“

751
ჰგჰგჰგ

ინტელექტკლუბი „რა, სად, როდის“ კლუბის ყოფილ მოაზროვნესთან, ანდრო სოლოღაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც კლუბი განმარტავს, სოლოღაშვილი სატელევიზიო ინტელექტკლუბში 2014 წლის შემოდგომამდე თამაშობდა, რის შემდეგაც მისი „მოაზროვნის“ სტატუსი აღარ განახლებულა და მომავალშიც არ იგეგმება.

„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში „რა? სად? როდის?“ შემოქმედებითმა ჯგუფმა მიიღო ბევრი შეკითხვა ანდრო სოლოღაშვილის თაობაზე, რომლის ფბ-სტატუსმაც ფეისბუქ-მომხმარებელთა, მათ შორის ჩვენი აღშფოთებაც გამოიწვია.

გვინდა განვმარტოთ, რომ ანდრო სოლოღაშვილი თამაშობდა სატელევიზიო ინტელექტკლუბში 2014 წლის შემოდგომამდე, რის შემდეგაც მისი „მოაზროვნის“ სტატუსი აღარ განახლებულა და მომავალშიც არ იგეგმება. ანდრო სოლოღაშვილს უკვე თითქმის 9 წელია არანაირი შეხება არა აქვს ინტელექტ-კლუბთან, ამიტომ მოცემულ მომენტში მისი რაიმე ფორმით დაკავშირება ტელე-პროექტთან „რა? სად? როდის?“ დაუშვებელი და მიუღებელია.

აქვე დავძენთ, რომ ეს საკითხი ამით ამოწურულია და მომავალში ანდრო სოლოღაშვილის თემაზე შემოქმედებითი ჯგუფი განცხადებას აღარ გააკეთებს…“ – აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.

ცნობისთვის, ანდრო სოლოღაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“  საკუთარ გვერდზე ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სტატუსი დაწერა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები