Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ადიგენში დიდთოვლობაა – სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე სპეცტექნიკა მუშაობს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადიგენში დიდთოვლობაა – სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე სპეცტექნიკა მუშაობს

203
BeFunky-collage - 2023-01-08T004757.949

დიდთოვლობის გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილთან დამაკავშირებელი სამანქანო გზებზე მოძრაობა გართულებულია, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას sknews ავრცელებს.

ადიგენის მერიის ინფორმაციით, ამ წუთებში, შიდა და ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„ამ წუთებში, სოფელ დერცელში სპეციალური ტექნიკით იწმინდება სოფელში მისასვლელი საავტომობილო გზა და იყრება ტექნიკური მარილი.(7 იანვარს) სოფელ არზნესა და ფლატეში ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს“,- აცხადებენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და მერიის სამსახურები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები