LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს ხელისუფლებას – ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, გადაეცით მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ ქვეყანას – თუ გინდათ, მე ჩამოვალ და წავიყვან მას

147
thumbs_b_c_e5fab76a96cba9d8940ee8bcb4fb5539

ოპტიმალური გადაწყვეტილებაა – გადაეცით ადამიანი [სააკაშვილი] ნებისმიერ ქვეყანას. თუ გინდათ, მე ჩამოვალ და წავიყვან მას, ეს პრობლემა არაა საერთოდ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა იულია ლატინინას გადაცემაში განაცხადა.

„ეს რაც ოფიციალური პოზიციაა. პირადად ჩემს პოზიციას რაც შეხება, ის უფრო რადიკალურია. მე ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას განზრახ სურს საქართველო ისტორიაში შავ ლაქად შეიყვანოს, სახელმწიფოდ, რომელმაც განზრახ აწამა თავისი პრეზიდენტი ციხეში. ასე გამოიყურება ეს ყველაფერი პირადად ჩემთვის.

მე მარტივ რჩევას ვაძლევ, ჩარევის გარეშე, პირდაპირ ვეუბნები მათ – ნახეთ, ამჟამინდელი მთავრობის, ზოგადად სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა, პარტიისა, რომელსაც რატომღაც ასე მოსწონს რუსეთი, არ გააკეთოთ ისე, რომ საკუთარი თავი, საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაწეროთ“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები