უამინდობამ პრობლემები შექმნა გუდაური-კობის მონაკვეთზეც.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, “თოვის და ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე ცნობებით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.