LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: უკრაინა იმარჯვებს, პუტინი მარცხდება და სააკაშვილი ციხეში ყოფნას შეეგუოს?

267
BeFunky-collage (2)

„რას უნდა შეეგუოს, ციხეში ყოფნას? როგორ წარმოგიდგენიათ, უკრაინა იმარჯვებს, პუტინი მარცხდება და სააკაშვილი ციხეში ყოფნას შეეგუოს?”,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ალასანიას თქმით, გულის წასვლის ეპიზოდმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დაასუსტა.

„დღეს ცოტა ვილაპარაკეთ კიდეც, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით ვიყავი შესული. 9 იანვარს ისევ სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომელზედაც, რა თქმა უნდა, ვერ წავა იმიტომ, რომ ძალიან დასუსტებულია. გუშინდელმა გულის წასვლამ კიდევ უფრო დაასუსტა. ამ ამბის მერე რაღაც კვლევები ჩაუტარდა, მაგრამ შედეგები ჯერ არ ვიცით“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ალასანიას თქმით, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად პატრიარქთან სტუმრად იმყოფებოდნენ.

„შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა. იქიდან ძალიან კმაყოფილი და მადლიერი წამოვიდნენ. არ ვიცი, პატრიარქმა რა უთხრა, მაგრამ მისთვის ახლა ძალიან დატვირთული დღეებია. პატრიარქის მდგომარეობა ახლა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დიდი და ხანგრძლივი მიღება ჰქონდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დათანხმდა, მიიღო და ამით მადლიერი არიან“, – განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, პატრიარქის წერილი, რომელშიც უწმინდესი სააკაშვილს „ჭეშმარიტი სხვა რეალობის შეცნობას“ უსურვებს, ამ წერილის აღქმა არ შეიძლება ისე თითქოს პატრიარქი მას ციხეში ყოფნას უსურვებს.

„პატრიარქის წერილზე არ გვისაუბრია, მაგრამ რას უნდა შეეგუოს, ციხეში ყოფნას? როგორ წარმოგიდგენიათ, უკრაინა იმარჯვებს, პუტინი მარცხდება და სააკაშვილი ციხეში ყოფნას შეეგუოს? მსგავსი აზრი რუსეთის აგენტების გარდა თავში არავის მოუვა. არა, რა თქმა უნდა, პატრიარქის წერილის ასე გაგება წარმოუდგენელია”, – განაცხადა  ალასანიამ.

ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად.. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს – მიხეილ სააკაშვილი

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს მხნეობას ურჩევს და გამძლეობას, მაგრამ გამძლეობა და ყველანაირი რესურსი ამოიწურა – ალასანია

„გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი, სხვა რეალობის შესაცნობად“ – რას სწერს პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს

პაატა მანჯგალაძე პატრიარქის წერილზე: თურმე დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს სააკაშვილმა