LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბიშვილი არ არის წინააღმდეგი ვაკეში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ჩვენება მისცეს – გია გაჩეჩილაძის სიძის ადვოკატი

183
BeFunky-collage (2)

„შემთხვევა შარაშიძის საცხოვრებელი სახლის წინ, აფთიაქში რომ არ ყოფილიყო, ეჭვები შეიძლება გაჩენილიყო [წინასწარ განზრახვაზე], მაგრამ ის ჩავიდა აფთიაქში, რაღაცები შეიძინა და მოტივი იქ გაჩნდა – მერაბიშვილს ასე რომ არ ეპასუხა, ალბათ, ინციდენტი არც იქნებოდა“, – ამის შესახებ გია გაჩეჩილაძის სიძის, გიორგი შარაშიძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

როგორც ადვოკატმა დღეს, 6 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამომძიებელმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილს დაუკავშირდნენ. გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციითვე, ვანო მერაბიშვილი არ არის წინააღმდეგი, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღოს.

„გუშინ შარაშიძე მივიდა საგამოძიებო უწყებაში და გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა. გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და დეტალურად მოჰყვა. უბრალოდ, აქ არის ერთი მომენტი – ბუნებრივია, მის მიმართ ბრალის წაყენება ჯერჯერობით ვერ მოხდებოდა, რადგან თუ საქმეში დაზარალებული არ არსებობს, არ არსებობს საქმეც. დაზარალებულს უნდა ჰქონდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომ მან მიიღო რაღაც ხარისხის დაზიანება.

თუ არცერთი ხასიათის დაზიანება არ არსებობს, მაშინ იწყება გამოძიება ძალადობის მუხლით, რადგან ძალადობის ფაქტია აღწერილი და დადასტურებულიც შარაშიძის მიერ, თუმცა ამ ძალადობის შედეგად კონკრეტულად დაზარალებულს უნდა განეცადა ფიზიკური ტკივილი. განიცადა თუ არა ტკივილი, ეს უნდა თქვას თავად დაზარალებულმა. თუ მან თქვა, რომ ინციდენტი მოხდა, მაგრამ ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, საგამოძიებო ორგანოებს უბრალოდ ვერ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ პიროვნებას ბრალი წაუყენონ, მიუხედავად იმისა, რომ მომეჩვენა, ისინი დეტალურად კითხულობდნენ და დაინტერესებულები იყვნენ ბრალის წარდგენაზე.

შარაშიძემ გულწრფელად უპასუხა ყველა კითხვას. ჯერი დაზარალებულზეა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი არ განეცადა და თქვას, რომ დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ პირიქით თქვას“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ცნობისთვის,  გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი შარაშიძე ადასტურებს, რომ მასსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-მ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო

ახალი დეტალები ვაკეში მომხდარ დაპირისპირებაზე – გაუსწორდა თუ არა ფიზიკურად გიგიშა შარაშიძე ვანო მერაბიშვილს

რატომ დაუპირისპირდა უცნობის სიძე ვანო მერაბიშვილს – რას აცხადებს ადვოკატი

ახალი დეტალები ვაკეში მომხდარ დაპირისპირებაზე – გაუსწორდა თუ არა ფიზიკურად გიგიშა შარაშიძე ვანო მერაბიშვილს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები