აჭარული ხაჭაპური, ყველისა და პურის ნავი – ასე მოიხსენიებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა The New York Times ქართულ კერძს და მას სტატიას უძღვნის. პლატფორმაზე აჭარული ხაჭაპური რჩეულ კერძებს შორის არის დასახელებული. სტატიაში შეხვდებით ხაჭაპურის რეცეპტს და მომზადების წესსაც.
„ხაჭაპური, ანუ ყველით გამოტენილი პური, რომელიც ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძია, ბევრი სახეობისა არსებობს, მაგრამ მათი უმეტესობა ცომის გუნდაში ყველის მოთავსებას და ყველის გალღობამდე მის გამოცხობას გულისხმობს. ხაჭაპურის ყველაზე ცნობილი ნაირსახეობა აჭარიდან, შავიზღვისპირეთიდან მოდის. ის ნავის ფორმის მქონე გახსნილი პურია, რომელსაც კვერცხის გულთან და კარაქის ნაჭერთან ერთად უნდა ამოურიოთ. ტრადიციულად, აჭარული ხაჭაპურის მომზადებისას მძაფრი გემოს მქონე იმერულ ყველსა და სულუგუნს იყენებენ, მაგრამ აშშ-ში მათი პოვნა – რთული საქმეა. ეს რეცეპტი, რომელიც კარლა კაპალბოს წიგნიდან „ხაჭაპური და გამოტენილი პურის ნაირსახეობები“ არის ადაპტირებული, მოცარელას, ფეტას და თხის ყველის ნარევს ითვალისწინებს“, – წერს The New York Times-ის კონტრიბუტორი, დანიელა გალარსა.