LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროცედურა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დამოუკიდებელი იქნება: სანდრო ქევხიშვილი

167
Untitled design (3)

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შემრჩევ კომისიას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი უხელმძღვანელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გახსნა. კომისიის წევრებმა, კენჭისყრის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე აირჩიეს.

კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, რომელიც ანგარიშვალდებული პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე იქნება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ ამბობდნენ, რომ ბიუროს შექმნის კანონპროექტი არ პასუხობდა ევროკომისიის რეკომენდაციას. ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ ოცნებას“ პარტია „ლელოს“ მიერ 2022 წლის იანვარში ინიცირებული კანონპროექტის იდეების გამოყენებას ურჩევდა, რომელიც „დამოუკიდებელი, მულტიფუნქციური და საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვილი ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას“ ითვალისწინებდა.

ანტიკორუფციული ბიუროს საკონკურსო კომისიის წევრი სანდრო ქევხიშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ აცხადებს, რომ „უფროსის დანიშვნისთვის შემოთავაზებული პროცედურა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დამოუკიდებლობის გარანტიას არ იძლევა“.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის მეოთხე რეკომენდაციის სამი კომპონენტიდან მხოლოდ ერთ პუნქტს აკმაყოფილებს და „უწყების დამოუკიდებლობის გარანტიასთან ერთად, არაფერია ნათქვამი, არც მაღალი დონის კორუფციის გამოძიებაზე“.

ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციას სამი კომპონენტი აქვს. ერთი ეს არის სხვადასხვა ანტიკორუფციული ფუნქციის გაერთიანება ერთი უწყების ქვეშ, მეორე არის ამ უწყების დამოუკიდებლობის გარანტია და მესამე არის ამ უწყების მიერ, მაღალი დონის კორუფციის გამოძიება. ეს სამი კომპონენტია ჩადებული წინაპირობად, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

ის ბიურო, რომელიც იქმნება სამი პუნქტიდან მხოლოდ ერთს აკმაყოფილებს, რომელიც სხვადასხვა ფუნქციებს აერთიანებს. აქ არის დეკლარაციების მონიტორინგი, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგი, ინტერესთა შეუთავსებლობა და ა.შ. თუმცა, დანარჩენ 2 პუნქტში პრობლემაა. უფროსის დანიშვნის პროცედურა, რომელიც შემოთავაზებულია, არ არის გარანტირებული, რომ დამოუკიდებელი იქნება ეს ადამიანი. კომისია კი შეარჩევს კანდიდატებს. ხუთ კანდიდატამდე შეირჩევა, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და მას შეუძლია აარჩიოს ის ადამიანი, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი იქნება. აქ დამოუკიდებლობის გარანტია არის ძალიან მცირე. ასევე არაფერია ნათქვამი, მაღალი დონის კორუფციის გამოძიებაზე. ამიტომ ეს შეფასება არ შეცვლილა.

ახლა ის პროცესი მიდის, რომ ბიუროს უფროსი უნდა შეირჩეს და ჩვენ, როგორც სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები ვაკვირდებით, რომ შეძლებისდაგვარად შეირჩეს ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ბიუროს ამუშავებას შეძლებს. ეს არის ერთადერთი გარანტია, რომ ამ ბიურომ შეასრულოს ის ფუნქცია, რაც დაკისრებული აქვს“, – განაცხადა სანდრო ქევხიშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები