LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-მ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო

203
Untitled design (2)

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილს თავს დაესხნენ. „რუსთავი2-ის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის („უცნობი“) სიძე, გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა. ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას თავად შარაშიძეც ადასტურებს.

„დაპირისპირება მოხდა ჩემსა და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან ვანო მერაბიშვილი გაიქცა. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, თავი ვალდებულად ჩავთვალე. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ.

თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას“, – განაცხადა გიგიშა შარაშიძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები