ნოდიკო ტატიშვილს „ვოისის“ კულისებში რომ მივაკითხეთ, აშკარად დავინახეთ, რომ მოსაგებადაა განწყობილი. ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი კონკურსანტები მასთან მიდიან. როგორც ჩანს, ანრისთან განსაკუთრებული დაპირისპირება ექნება. გარეგნულად საკმაოდ მშვიდ მომღერალს აშკარად ამბიციური გეგმები აქვს.
ანრიმ გვითხრა, ნოდიკო მშვიდია ჩვენთან შედარებითო.
ნიდიკო ტატიშვილი:
ანრიმ იცის, რომ ყველაზე ძლიერი კონკურსანტები მყავს და აღარ იცის, რა თქვას ჩემზე.
რომ სცემე, კარგი იყო აბა?
(იღიმის) შემთხვევითი იყო და ამაზე დღემდე ძალიან ვნერვიულობ. პრომოს რომ ვიღებდით, რეჟისორმა ლაშა ცერიაშვილმა მთხოვა, მუშტი ისე გაუქანე, კამერამ დაინახოს, რომ ანრის შეეხოო. მორიგი დუბლისას, თავი ბრიუს ლი რომ მეგონა, კაი გემრიელად მივარტყი. რასაკვირველია, ანრიმ არ დაიჯერა, რომ ეს შეგნებულად გავაკეთე და რატომ უნდა გამეკეთებინა?!. ცუდად მოხვდა და თვალზე ხელი მოიკიდა, ძალიან ეტკინა და ვინერვიულე. მეორე დილით მივწერე, თვალი როგორ გაქვს-მეთქი და მომწერა, გადავრჩიო. იცი, მართლა როგორ ვინერვიულე?..
რა თქმა უნდა, დარტყმა შემთხვევითი იყო, მაგრამ დაძაბულობა რომ იქნება მწვრთნელებს შორის, აშკარაა.
კონკურენცია არის, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია. კონკურსანტებიდან ვინც აქამდე გამოვიდა, მენდობა. ნამდვილად არ შემიძლია იმის თქმა, რომელი უფრო ძლიერია ჩემს უკვე აყვანილ მონაწილეებს შორის და ვღელავ, რინგებზე ვინ უნდა შევარჩიო. ვფიქრობ, დღესაც საუკეთესო კონკურსანტები წამოვლენ ჩემთან. ისიც ვიცი, რომ ძლიერებს სხვა მწვრთნელები წაიყვანენ, რადგან არის წესი, რომლის მიხედვითაც, ორი კონკურსანტის წაყვანა შეგიძლია, მათი, ვინც სხვა მწვრთნელმა რინგიდან გამოუშვა. პირველ ორ კასტინგზე, მხოლოდ რამდენიმე კონკურსანტს შემოვუტრიალდით ოთხივე და აქედან სამი ჩემთან წამოვიდა. იხილეთ სრულად