LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენგერი მსაჯობით უკმაყოფილოა

34

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ლონდონის “არსენალი” ზაგრების “დინამოს” ესტუმრა და 2:1 დამარცხდა.

ლონდონელებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს უპირატესობა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. რის გამოც დაისაჯნენ და 24-ე წუთზე გოლი გაუშვეს, მასპინძელთაგან პივარიჩმა გაიტანა.

პირველი ტაიმის მიწურულს შეხვედრის არბიტრმა მოედნიდან ოლივიე ჟირუ გააძევა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 13 წუთში ”დინამომ” მეორე ბურთის გატანაც შეძლო, გოლი პინტოს ანგარიშზეა. 79-ე წუთზე ”მეთოფეებმა” ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს, გოლი შეცვლაზე შემოსულმა თეო უოლკოტმა გაიტანა.

მატჩის შემდეგ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა თამაშის შესახებ ისაუბა.

“მატჩის დასაწყისში გოლის გატანის რეალური შანსები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ასევე უნდა ითქვას, რომ პირველი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს ჟირუმ წითელი ბარათი მიიღო, ბურთის ფლობის უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო. “დინამო” კარგად იცავდა თავს.

ვფიქრობ ეს არ იყო “არსენალის” საუკეთესო თამაში, მაგრამ არც მსაჯობა იყო საუკეთესო. მსაჯობით უკმაყოფილო ვარ.

დარწმუნებული ვარ შეგვიძლია დარჩენილ ხუთ მატჩში წარმატებით ვითამაშოთ და ზედმეტი აღელვების გარეშე დავძლიოთ ჯგუფური ეტაპი ” – აღნიშნა ვენგერმა.