აშშ-ის შტატ ორეგონის 55 წლის მოსახლე ვეზი ბრანსუიკი მამის სიბრძნის გამო მხსვილი თანხის მფლობელი გახდა. იღბლიანის ისტორიით ჟურნალი People დაინტერესდა.
ლატარეის ინტერესი ვეზის ექსტრასენსებთან ურთიერთობის შემდეგ გაუჩნდა. მამაკაცს უთხრეს, რომ თავის დროზე თავგადაკლული მოთამაშე მამამისის სურვილი იყო, რომ მის შვილსაც განეგრძო ეს საქმე. ერთხელაც ვეზიმ ბილეთში მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებული ციფრები გამოიყენა.
თუმცა ბრანსუიკი დიდხანს ვერ ახერხებდა რიცხვების ზუსტად შერჩევას. ამიტომ შემთხვევითობის პრინციპს მიმართა და ფორტუნამაც გაუღიმა. ვეზის ნომრები მოგებას დაემთხვა. შედეგად 40 ათასი დოლარი მიიღო.
ვეზიმ გადაწყვიტა გამარჯვება თავის ჰობის დაახარჯოს და საკუთარი ავტომობილი შექმნას. თუმცა გარკვეულ თანხას ახლობლებს მოახმარეს.