სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. წუხელ, გვიან ღამით, ავარია მსხვერპლით დასრულდა.
ავარიის შედეგად 30 წლის შაკო ბოგველი გარდაიცვალა.
„გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი 30 წლის შაკო ბოგველი.. შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ იზა ბოგველი შოთო სიხარულიძეს თელავში ჩასვლისკენ მოუწოდებდა შოთიკო ბოჭორიძის დაკრძალვაზე.. ის წერდა რომ მოკლული 17 წლის მარიამ ბოგველის დედა იყო და მან იავნანა უმღერა დაკრძალვის დღეს შვილს.. ახლა კი მან მეორე შვილი დაკარგა.. შაკო ბოგველი, რომელიც 12 წელი არ ჰყავდა ნანახი, ავარიით გარდაიცვალა. მართლაც რომ შემზარავი ამბავია დავმუნჯდი მე.. არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა გამწარებულ ემიგრანტ დედას რომელმაც მარიამის შემდეგ დღეს შაკო დაკარგა..
მენანები მიწისთვის..
ცივ სამარეში ვერ ჩაეტია და სახლში დარჩა ემიგრანტ დედას თბილი ხელები…
ემატება ტკივილს ტკივილი, ვერ ჩაეტია ცივ სამარეში და სახლში დარჩა დედას ღიმილი… მხრებით ტკივილი მიმაქვს ქარიქარ, ცივ სასახლეში გამოხვეული, ვერ გაეტია ჩახსნილ კარიდან და სახლში დარჩა დედას სხეული…
ბორცვი მარტოა ახლა სრულიად, და მეც მშვიდი ვარ ახლა სრულებით და რადგან სახლი დედის სულია მათბობს საკმევლის ნელი სურნელით…“
გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი 30 წლის შაკო ბოგველი… შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ იზა ბოგველი შოთო სიხარულიძეს თელავში…
Posted by შოთო სიხარულიძე on ორშაბათი, 02 იანვარი, 2023
ცნობილია, რომ წლების წინ, 2012 წელს, ბოგველების ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 17 წლის მარიამ ბოგველი 15 სექტემბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში საკუთარმა მეუღლემ სანადირო თოფით მოკლა.