LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილი, რომელშიც საწვავის ჩასხმა საუკუნეში ერთხელ მოგიწევთ

52

ამერიკული კომპანია „Laser Power Systems” (LPS) მუშაობს თანამედროვეობის ერთ-ერთი ინოვაციური ავტომობილის პროექტზე. როგორც კომპანიის მესვეურები აცხადებენ, ძრავი თორიუმის მასალისგან იქნება დამზადებული, რომელიც ავტომობილს მისცემს იმის საშუალებას, რომ საწვავის მოხმარება ფაქტიურად ნულამდე დაიყვანოს.

ძრავის მოცემული პროექტი 200კგ-ს იწონის და ნებისმიერი ავტომობილის კაპოტს ერგება. თუ მის შემქმნელებს დავუჯერებთ ერთი გრამი თორიუმი იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე 28ათასი ლიტრი ბენზინი. შესაბამისად ახალი თაობის ძრავისთვის საწვავის შევსება მხოლოდ საუკუნეში ერთხელ მოგიწევთ.

გარდა ამისა, ახალი ავტომობილი და მისი შიგთავსი ბევრად უფრო ნაკლებად დააბინძურებს გარემოს ვიდრე ბენზინი და გაზი. ჯერჯერობით, ამ ავტომობილზე სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ფაქტია, რომ ეს ინოვაცია საავტომობილო სამყაროში გადატრიალებას მოახდენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები