LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა მესტიაში – დაღუპულია 2 და დაჭრილია 1 ადამიანი

634
პოლიცია

„ფორტუნას“ ინფორმაციით, მესტიის სოფელ ეცერში მკვლელობა მოხდა. დაჭრილია ერთი და გარდაცვლილია ორი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება პაკელიანებსა და აფრასიძეებს შორის მოხდა.

შემთხვევა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა, მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი გარდაცვლილი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.

მომხდარის შედეგად დაჭრილია ერთ-ერთი მოკლულის ძმაც. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა სასტიკი მკვლელობის მიზეზი, თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევა სავარაუდოდ, გვარებს შორის მანამდე არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ამჟამად ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.