LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალ უკრაინელებს ვულოცავთ ახალ გამარჯვებულ წელს!“ – 31 დეკემბრის ღამეს ნიკოლაევში ქალმა „სკაიპით“ იმშობიარა

223
ნიკოლაევი

ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რეგიონის ერთ-ერთ სოფელში ბებიაქალი გოგონას დაბადებას „სკაიპის“ საშუალებით დაეხმარა. როგორც კიმი სოციალურ ქსელში წერს, სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მშობიარე ქალის დასახმარებლად გზაში იყო, ტალახში ჩაეფლო და ადგილზე დროულად მისვლა ვერ შეძლო.

ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელმა 31 დეკემბერს, საზოგადოებას სასწაულის შესახებ უამბო და სოციალურ ქსელში ბედნიერი დედისა და მისი ახალშობილი ქალიშვილის ფოტო გამოაქვეყნა:

„და ჩვენ გვაქვს საახალწლო სასწაული: 31 დეკემბერს, საღამოს, სოფელ ბუგსკოეში ქალს მშობიარობა დაეწყო. გაგზავნეს „სასწრაფო მანქანა“ – გამოძახებული სასწრაფო დახმარების მანქანა ტალახში ჩაეფლო და მისვლას ვერ ასწრებდა, ამიტომ ბებიაქალმა ახალი ოდესიდან, ქალი „სკაიპის“ საშუალებით და სოფლის ექთნის დახმარებით ამშობიარა, დაახლოებით 00:00 საათზე გოგონა დაიბადა.

სულ 1-ელ იანვარს ნიკოლაივის რაიონში 12 ახალშობილი დაიბადა – 5 გოგონა და 7 ბიჭი. ახალ უკრაინელებს ვულოცავთ ახალ გამარჯვებულ წელს! დედებსა და ყველა ოჯახს ჯანმრთელობას, მშვიდობას ვუსურვებთ.“ – წერს ვიტალი კიმი „ფეისბუკზე.“

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ახალი წლის ღამეს, ქვეყნის თავდაცვამ, მტრის 45 კამიკაძე დრონი – შაჰიდ-131/136 გაანადგურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები